VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას უმცროსი არქიტექტორის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
სამუშაო საათები: ორშაბათი- პარასკევი 10:00 - 19:00.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის მენეჯმენტისა და მთავარი არქიტექტორის მითითებების შესაბამისად:
• სივრცეების მოდელირება და საჭიროებისამებრ 3D ვიზუალიზაცია
• მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ნახაზებიდან ამოღება
• საპროექტო მასალების შემუშავება არქიტექტურულ ნაწილზე ჩართულობა
• მშენებლობის პროცესში წარმოშობილი არქიტექტურული ხასიათის პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობა
• პროექტის თბილისის მერიასთან შეთანხმების პროცესში მონაწილეობა (დოკუმენტაციის მომზადების პროცესში ჩართულობა)
• კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კოორდინაცია არქიტექტურული პროექტის სრულ პაკეტად შესაკრებად
• კონტრაქტორებთან და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია ფასებისა და ვადების თაობაზე, შეთავაზებების შედარება და კომპანიის მენეჯმენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
• ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით;
• ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
• კომუნიკაბელურობა;
• დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “ გაგზავნა“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 18 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!