VR HOLDING აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე:
VR Holding 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოში და გამორჩეულ დეველოპერულ პროექტებს ქმნის. ერთ-ერთი მათგანი კრწანისი რესორტ რეზიდენსია, რომელიც რამდენიმე ტიპის პროდუქტს მოიცავს: ვილებს, აპარტამენტებს, როიალ თაუნჰაუსებსა და მულტიფუნქციურ სივრცეს.
კრწანისი რესორტ რეზიდენსი არის პირველი რესორტული ტიპის დასახლება თბილისში, რომელიც მდებარეობს ისტორიულ, დიპლომატიურ უბანში და გაშენებულია 20 ჰექტარზე, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში.
სამუშაო განაკვეთი: სრული.
სამუშაო საათები: 10:00-19:00.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ადგილმდებარეობა: გროგოლ ვოლსკის ქ. N7
კომპანიის ვებგვერდი: https://vr.ge
ძირითადი მოვალეობები:
• პროექტის მარკეტინგული სტრატეგიის შედგენა;
• მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება პროექტების, მარკეტინგული არხებისა და ჰოლდინგის პოლიტიკის გათვალისწინებით ;
• სოციალური მედიის (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, Tik-Tok და სხვა) მონიტორინგი;
• რეკლამების მონიტორინგი;
• ბაზრის და კონკურენტების კვლევა, შეგედების ანალიზი და შესაბისად საჭირო სტრატეგიისა და ქმედებების დაგეგმვა;
• უძრავი ქონების გაყიდვის ინტერნეტ პლატფორმების მონიტორინგი (Myhome.ge, SS.ge, Binebi.ge; Place.ge და სახვა)
• პროექტის ვებ გვერდისა და ლენდინგ გვერდის მონიტორინგი;
• უძრავი ქონებისა და მკვეთი სფეროების გამოფენების (ექსპო) შესახებ ინფორმაციის მოძიება, მათში მონაწილეობის მიღების დაგეგმვასა და მომზადების პროცესში ჩართულობა;
• დაგეგმილი ფოტო/ ვიდეო გადაღებების მონიტორინგი და კონტროლი;
• პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვა და მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი;
• საბეჭდი ფაილების მომზადებაში ჩართულობა და მათ განთავსების მონიტორინგი და კონტროლი;
• აუთსორს მომსახურების ხარისხის პერმანენტული კონტროლი;
• პროექტების, მარკეტინგული არხებისა და მიმართულებების მიხედვით (ტრადიციული/ციფრული) დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
• სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგვა და შესრულება/ შესრულების კონტროლი და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უძრავი ქონების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება.
• ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მსგავს სფეროში;
• ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები;
• გუნდური მუშაობის უნარი;
• შედეგზე ორიენტირებულობა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• კომუნიკაბელურობა;
• დროის ეფექტურად მართვისა და ვადების დაცვის უნარი;
• დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV, და დააჭირეთ ღილაკს “ გაგზავნა“.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 11 ივლისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. თქვენი რეზიუმე გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების მიზნებისათვის. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვისთვისაც.
გისურვებთ წარმატებას!